მიხეილ სარჯველაძე: ერთ-ერთი ავტორიტეტული კვლევა მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ საქართველოში კორუფციის თვალსაზრისით არც ისე წვიმს, როგორც ქუხს
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგებს ეხმაურება.
„ერთ-ერთი ავტორიტეტული კვლევა მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ საქართველოში კორუფციის თვალსაზრისით არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ რეალურად, მცდელობები, ისე წარმოაჩინონ მდგომარეობა, რომ საქართველოში პრობლემური ვითარება კორუფციის თვალსაზრისით, უსაფუძვლოა. რეალურად, საქართველოს აქვს უზარმაზარი წარმატება ანტიკორუფციული მიმართულებით. ამ თვალსაზრისით უზარმაზარი პროგრესი გვაქვს უკანასკნელ წლებში. იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება და საქართველო შეძლებს არამც თუ სერიოზული პროგრესის ქონას, არამედ ნამდვილად მოწინავე იყოს, მათ შორის, ევროკავშირის მასშტაბით“, – ამბობს სარჯველაძე.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის მიხედვით, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია; სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.