გიორგი ვოლსკი: საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმები იმდენად პოზიტიურადაა შეფასებული, რომ ეს ჩვენს ოპონენტებში ისტერიკას იწვევს

“საქართველოში კორუფციის არსებობის აღქმა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების არსებობა იმდენად პოზიტიურად არის შეფასებული, რომ ეს ისტერიკას იწვევს ჩვენს ოპონენტებში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რიგ შემთხვევებში საქართველო პოზიტიური მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებს უსწრებს.

„როდესაც საკითხი სასამართლოს, მართლმსაჯულებას ეხება, ან ნებისმიერ სხვა მიმართულებას, იმდენად პოზიტიურია ჩვენი მონაცემები, რომ რიგ შემთხვევაში წინ ვუსწრებთ ევროკავშირის ქვეყნების მონაცემებს. მათ შორის ერთ-ერთი და საგანგებოდ მნიშვნელოვანია კორუფციის თემა. საქართველოში კორუფციის არსებობის აღქმა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების არსებობა იმდენად პოზიტიურად არის შეფასებული, რომ ეს ისტერიკას იწვევს ჩვენს ოპონენტებში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია; სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები