გია ვოლსკი – ოპოზიციაზე: ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს – როგორ შეიძლება, მათ წარმატება ჰქონდეთ?

“ოპოზიცია რა ფორმაში და რის ფორმაშია? ოპოზიციის წარსულს ან აწმყოს გადახედეთ, როგორ შეიძლება, მათ წარმატება ჰქონდეთ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში ყველა ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, დესტაბილიზაციისთვის თუ ვის უფრო მეტი რესურსი აქვს.

„წარსულში საქართველოს მიწები გასცეს, ოკუპაცია მნიშვნელოვანწილად შეცდომების გამო იყო განპირობებული და სისტემა შექმნეს, რომელიც ადამიანის დაჩაგვრას და მისთვის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის წარმართვას ითვალისწინებდა. ყველაფერზე ხელი მოაწერეს და თურმე ეს კარგი ყოფილა. დღესაც ამბობენ, რომ მართვის ეს სისტემა კარგი იყო და მომავალში დესტაბილიზაციასა და არეულობას აანონსებენ. როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანას რაიმე პოზიტიური მოუტანონ? ყველა დარაზმული იყო, რათა კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს აერთიანებთ, დანარჩენი ეკლექტიკაა. ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, ვის უფრო მეტი რესურსი გააჩნია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს. როგორ შეიძლება, მათ წარმატება ჰქონდეთ?“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები