მიხეილ სარჯველაძე: ივანიშვილის დაბრუნებით წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი იქნება

მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

სარჯველაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებით წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი იქნება.

“მე ვფიქრობ, რომ ირაკლი კობახიძის ეს რემარკა იყო აბსოლუტურად მართებული იმიტომ, რომ ფაქტები სწორედ ამაზე მიუთითებს. “ქართულ ოცნებას” ჰქონდა ისედაც უპირატესობა ოპოზიციასთან მიმართებით. ეს სასტარტო პოზიცია, რომელიც წლის დაწყებამდე არსებობდა, ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი გახლდათ. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, არსებითად იცვლება ამ თვალსაზრისით მოცემულობა და გაცილებით უფრო შთამბეჭდავი შეიძლება იყოს წარმატების პოტენციალი, რომელიც აქვს წინასაარჩევნოდ “ქართულ ოცნებას”. საქმეც ისაა, რომ აიხსნა რეალურად, მიზეზი რა არის და მათ შორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაკეთდა ეს განცხადება, რომ ოპოზიცია არის იმდენად, კრიტიკულად სუსტი, რომ ასეთ შემთხვევაში ეს განაპირობებს იმ მიზეზებს, იმ საჭიროებას, რის გამოც მან მიიღო ეს გადაწყვეტილება”, – ამბობს სარჯველაძე.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “როცა საუბარია ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე რა თქმა უნდა ამ კუთხით არის უმნიშვნელოვანესი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ყველა მიმართულებით ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები