რატი იონათამიშვილი: ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია
მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია.
„ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, არამედ აი, ამ ფაქტს, დიდ მნიშვნელობას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ანიჭებენ, ვინაიდან, საქართველო ხდება მიმზიდველი, როგორც საინვესტიციო პოტენციალის ქვეყანა, ზუსტად შუა დერეფნის ჭრილში, აზიასა და ევროპის დაკავშირების თვალსაზრისით. ამის ფონზე, ასეთი ადამიანების გააქტიურება და მით უმეტეს, თუ ისინი ფინანსდებიან ტაივანისგან, ცხადია, ეს არის სერიოზული ბრალდება, რომელზეც ვალდებულები არიან ისინი გამოვიდნენ და შესაბამისი განმარტებები გააკეთონ, მაგრამ როდესაც იმალებიან და განცხადებებს არ აკეთებენ, როგორც ჩანს, ეს ძალიან სტკივათ და აწუხებთ მათ, ეს შემთხვევითი არ არის, რასაკვირველია. შესაბამისად, ამ ყველაფერზე უკვე სწორ დასკვნებს ჩვენი საზოგადოება ძალიან მარტივად და ობიექტურად გააკეთებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.