გიორგი ვოლსკი: USAID-მა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს თავის დაფინანსებულ პროგრამებში

“USAID-მა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს თავის დაფინანსებულ პროგრამებში, რამდენად შეესაბამება ის იმ საზოგადოების ინტერესებს, რომელსაც იგი ეხმარება, თანაუდგას და უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს ამ ქვეყანაში”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც USAID-ი აკეთებს განცხადებას, მან წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მის მიერ დაფინანსებული გარკვეული პროგრამა, რასაც „ერთიანობა და მრავალფეროვნება“ ჰქვია, არ არის იმ კონტექსტში განხილული კონკრეტული ორგანიზაციის მიერ, რისთვისაც თანხა აქვს მიღებული.

„როცა დახლეჩილი იყო საქართველო, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიტანა დიდი ისტორიული მემკვიდრეობა დღევანდელ დღემდე და ჩვენი ერის გარკვეული დამახასიათებელი ნიშანია ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება. ჩვენ ვართ გარკვეული მახასიათებლების მქონე საზოგადოება, რომლებიც საერთო ევროპულ ოჯახში თავისი პრინციპებით, თავისი დამოკიდებულებებით, შეხედულებებით და თუნდაც განსხვავებულობით არის წარმოსაჩენი. რაც შეეხება მინდიაშვილის განცხადებას, აღმოჩნდა, რომ ეს ტოლერანტობის ცენტრი თურმე საერთოდ არც არსებობს სახალხო დამცველთან. რაც შეეხება დაფინანსებას, პროგრამას ჰქვია „ერთობა და მრავალფეროვნება“, პრინციპულად განსხვავდება ამ პროგრამისგან, რომელსაც USAID აფინანსებს, არც ერთობა იგრძნობა მის განცხადებაში, არც მრავალფეროვნების მხარდაჭერა და პირიქით ეს აგრესია, რომელიც გამოიხატება ადამიანების კონკრეტული ჯგუფის მიერ, არის არამარტო ეკლესიაზე არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, რათა დესტაბილიზაციის სტრატეგიას მისცეს განვითარების შესაძლებლობა.

როდესაც USAID-ი აკეთებს განცხადებას, მან წინასწარ უნდა იცოდეს, რომ მის მიერ დაფინანსებული გარკვეული პროგრამა, რასაც „ერთიანობა და მრავალფეროვნება“ ჰქვია, არ არის იმ კონტექსტში განხილული კონკრეტული ორგანიზაციის მიერ, რისთვისაც თანხა აქვს მიღებული. შალვა პაპუაშვილი ვალდებულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ყველა წევრს მიაწოდოს ინფორმაცია. შემდეგ უკვე საზოგადოება გადაწყვეტს, ვინ აკეთებს სწორ განცხადებას და ვინ დგას სწორ პოზიციაზე. გამიხარდებოდა, რომ არ იცოდეს USAID-მა, რომ მის მიერ დაფინანსებული პროგრამა უგვანოდ გამოიყენა კონკრეტულმა ადამიანმა და ადამიანების ჯგუფმა. იმედია არ იცოდა, ვინაიდან სათაური, რომელსაც იგი აფინანსებს, აბსოლუტურად სხვა არის. USAID-მაც უფრო ღრმად უნდა ჩაიხედოს თავის დაფინანსებულ პროგრამებში, რამდენად შეესაბამება ის იმ საზოგადოების ინტერესებს, რომელსაც იგი ეხმარება, თანაუდგას და უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობაში განაცხადეს: „მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები