გიორგი ვოლსკი: აგრესია, რომელსაც ადამიანების კონკრეტული ჯგუფი გამოხატავს, არა მარტო ეკლესიის, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, არამედ დესტაბილიზაციის სტრატეგიას აძლევს განვითარების შესაძლებლობას 

მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, აგრესია, რომელსაც ადამიანების კონკრეტული ჯგუფი გამოხატავს, არა მარტო ეკლესიის, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, არამედ დესტაბილიზაციის სტრატეგიას აძლევს განვითარების შესაძლებლობას.

„ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა და ვითომ ანტიდასავლურია ის, რომ რაღაც ანტიკანონიკურ პრინციპებს იცავდეს “ქართული ოცნება”, მმართველი გუნდი. საზოგადოების უდიდეს ნაწილს არა მარტო კანონიკური ცოდნის გამო აქვს ეკლესიის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, არამედ განცდა იმისა, რომ ეკლესია იყო გამაერთიანებელი მაშინ, როცა ქვეყანა ინგრეოდა, მაშინ, როცა ქვეყნის წინაშე იყო გამოწვევები, როცა დახლეჩილი იყო საქართველო. მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოიტანა დიდი ისტორიული მემკვიდრეობა დღევანდელ დღემდე. რაც შეეხება მინდიაშვილის განცხადებას, აღმოჩნდა, რომ ეს ტოლერანტობის ცენტრი საერთოდ თურმე არც არსებობს სახალხო დამცველთან. რაც შეეხება დაფინანსებას, პროგრამას ჰქვია “ერთობა და მრავალფეროვნება”, პრინციპულად განსხვავდება ამ პროგრამისგან, რომელსაც USAID-ი აფინანსებს. არც ერთობა იგრძნობა მის განცხადებაში, არც მრავალფეროვნების განცხადება და პირიქით – ეს აგრესია, რომელსაც ადამიანების კონკრეტული ჯგუფი გამოხატავს, არა მარტო ეკლესიის, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, არამედ დესტაბილიზაციის სტრატეგიას აძლევს განვითარების შესაძლებლობას. იმავეს ვიტყოდი ბერძენიშვილზე.

რაც შეეხება სხვა ასპექტს ამ დამოკიდებულების, როდესაც ნაგავი ზემოთ ამოდის, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანების ჯგუფი, რომელიც ეცდება, რომ ეს ნაგავი და სიბინძურე გარკვეული მიმართულებით განავითაროს და მას ტალღის ეფექტი შესძინოს, რაც დღევანდელ საქართველოში არის წარმოუდგენელი,” – აცხადებს ვოლსკი.

„სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯაშუშად, ხოლო ეკლესია დეგრადირებულად მოიხსენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები