სარჯველაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება უზარმაზარი წარმატების პოტენციალს აძლევს მმართველ პარტიას, რადგან მისი ავტორიტეტი განუზომლად დიდია საზოგადოებაში
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება უზარმაზარი წარმატების პოტენციალს აძლევს მმართველ პარტიას, რადგან მისი ავტორიტეტი განუზომლად დიდია საზოგადოებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ თავის დროზე ხელისუფლებიდან ამ მავნე ხალხის წასვლის მთავარი ფაქტორი პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო. დიახ, ეს წარმატება განაპირობა ამ კაცმა და ბუნებრივია, რომ არ უყვართ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც ნაცმოძრაობა ჰქვია”, – აღნიშნა სარჯველაძემ.