მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმები – როგორ წაიყვანოს ქვეყანა უკეთესი მომავლისკენ
ოპოზიციასთან ანგარიში და დაპირისპირება არ არის ხელისუფლების გეგმების მთავარი მსაზღვრელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “ქრონიკას” განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმები – როგორ წაიყვანოს ქვეყანა უკეთესი მომავლისკენ.
„პირველ ყოვლისა, ეს უკავშირდება მშვიდობას. საზოგადოება ხვდება და აფასებს, რაოდენ საცალფეხო გზაზე გავატარეთ ქვეყანა საბედნიეროდ წარმატებულად საიმისოდ, რომ მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. ეს მშვიდობა მოითხოვს გაფრთხილებას“, – განაცხადა სარჯველაძემ.