მხარდაჭერის თვალსაზრისით, ოპოზიცია ასეთ მინიმალურ დონეზე, ასევე კომპეტენციისგან ასე დაცლილი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის წარმოდგენილი გნებავთ პარლამენტში თუ პარლამენტს მიღმა – გივი მიქანაძე 

“მხარდაჭერის თვალსაზრისით, ოპოზიცია ასეთ მინიმალურ დონეზე არასდროს ყოფილა, ასევე კომპეტენციისგან ასე დაცლილი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის წარმოდგენილი გნებავთ პარლამენტში, თუ პარლამენტს მიღმა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ოპოზიცია თავისი რეიტინგით ისეთ ნიშნულზე არის დასული, რომ ალბათ, ისტორიულ მაჩვენებელზეა რეგრესის თვალსაზრისით. მხარდაჭერის თვალსაზრისით ოპოზიცია ასეთ მინიმალურ დონეზე არასდროს ყოფილა, ოპოზიცია კომპეტენციისგან ასე დაცლილი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის წარმოდგენილი გნებავთ პარლამენტში, თუ პარლამენტს მიღმა. ეს არის ჭორაობაზე, სიცრუის ტირაჟირებაზე მთლიანად გადართული ოპოზიცია, რომელსაც ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვს. კომპეტენცია აბსოლუტურად არ ჰყოფნის იმისთვის, რომ რაღაც საკითხზე კონსტრუქციულ განხილვაში და დავაში შევიდნენ და ზუსტად ეს განაპირობებს იმას,რომ მათ არანაირი რეიტინგები არ აქვთ.

ამის საპირისპიროდ „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობიანად აგრძელებს ქვეყნის ინტერესების განხორციელებას, მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ წინსვლას, უსაფრთხოების ფორმატების გაზრდას, ახალი გლობალური ფუნქციური დანიშნულების შეძენას და გაძლიერებას, ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას სხვადასხვა მეგობარ სახელმწიფოებთან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები