პრემიერი – ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან ისააკ ჰერცოგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
პრემიერის თქმით, აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს მიღმა“, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.
Productive discussions w/@Isaac_Herzog in Davos, focusing on strengthening bilateral ties between 🇬🇪 & 🇮🇱 and emphasizing a comprehensive cooperation agenda. Expressing hopes for enduring peace and stability in the Middle East and beyond. pic.twitter.com/8E4FkXCGlU
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) January 18, 2024