ირაკლი კობახიძე: ქართველ ხელბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავ

“ქართველ ხელბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ისტორიულ გამარჯვებას ვულოცავ!”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

კობახიძე ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობას უხდის.

“დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება ქართული ხელბურთის მომავალი წარმატებების მხოლოდ დასაწყისია. მადლობა ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს!”,- წერს კობახიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები