თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია საკონსულოში არ შესულა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ მერსინთან ანტალიიდან მომავალი სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საკონსულოში, ამ დროისთვის, არ შესულა.

ამის შესახებ “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

აღნიშნულია, რომ “საკონსულო ხაზზეა შესაბამის უწყებებთან”.

თურქეთში მომხდარ ავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 30 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები