გახარიას პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ კოორდინაცია არის რეალური – გია ვოლსკი 

“გიორგი გახარიას პარტიის „ნაცმოძრაობასთან“ კოორდინაცია არის რეალური, თვალსაჩინო და დღესაც რამდენიმე საკრებულოში მიმდინარეობს სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული მუშაობა „ნაცმოძრაობის“ და გახარიას პარტიის მხრიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„გამოდის, რომ გახარიას გადადგომა და აფორიაქება დაკავშირებული იყო პოლიტიკურ კონსპირაციასთან. შემდგომ პერიოდს თუ ავიღებთ, აშკარად ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ კოორდინაცია არის რეალური, თვალსაჩინო და დღესაც რამდენიმე საკრებულოში მიმდინარეობს სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული მუშაობა „ნაცმოძრაობის“ და გახარიას პარტიის მხრიდან“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები