“ეს ადამიანები, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, სწორედ მისი სახელით ცდილობენ თვითაქტუალიზაციას, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოპულიზმი” – ანრი ოხანაშვილი
„ეს ადამიანები, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, სწორედ მისი სახელით ცდილობენ თვითაქტუალიზაციას – ეს სხვა არაფერია, თუ არა პოპულიზმი, რომ ურეიტინგო პოლიტიკური ფიგურის შექმნისა და შენარჩუნების მცდელობა“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს ადამიანი გვევლინებოდა მოჩვენებითად, რომ თითქოს ის წარმოადგენდა კანონის უზენაესობის დამცველს, თუმცა, მან კანონდამრღვევის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და პრაქტიკულად გაცხადებულ ალიანსშია ნაცმოძრაობასთან“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.