თბილისი-სენაკის მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. შემთხვევა დღეს მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ.
ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა 1 და დაშავდა 4 ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც კვირას შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.