“ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ ამბავს და ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებისთვისაც სასარგებლო იქნება ” – მიხეილ სარჯველაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

“მე არ მგონია, რომ ვინმესთვის არსებობდეს მიზეზი, რომ დაიწყონ რაღაც განსხვავებული ქვეტექსტების ძიება ამ გადაწყვეტილებაში და საზოგადოებისთვის სპეკულაციური ინტერპრეტაციების შეთავაზება”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას გამოეხმაურა.

„ეს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს, რომ რა საჭიროებებიც უდგას ქვეყანას, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დაკისრებული მმართველ პოლიტიკურ პარტიაზე, ბუნებრივია, ეს სწორი არგუმენტაციაა. მე არ მგონია, რომ ვინმესთვის არსებობდეს მიზეზი, რომ დაიწყონ რაღაც განსხვავებული ქვეტექსტების ძიება ამ გადაწყვეტილებაში და საზოგადოებისთვის სპეკულაციური ინტერპრეტაციების შეთავაზება. კითხვის ნიშანი არც დაუტოვებია ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ის დაბრუნდა პოლიტიკაში. ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ ამბავს და ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის ინტერესებისთვისაც იქნება სასარგებლო“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები