გურამ მაჭარაშვილი: ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, არჩევნების შემდეგ ოპოზიცია პოლიტიკურ პენსიაზე გავა
რამდენი მარცხი უნდა განიცადოს ხაზარაძემ, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს, მელია რომ დაგიწუნებს, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო, – ამის შესახებ მოძრაობა „ ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ნიკა მელია ცნობილია ტყუილებით და ის რომ დაგიწუნებს პოლიტიკაში, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. იცით, ხაზარაძის შეთავაზებაზე ნიკა მელიამ თქვა, რომ ხაზარაძეს არ მიიღებენ. რამდენი მარცხი უნდა განიცადოს ხაზარაძემ, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს? – პოლიტიკაში მელია რომ დაგიწუნებს, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. 2024 წელს ველოდები, რომ ქართულ პოლიტიკაში სიურპრიზები იქნება, მათ შორის ველოდები ჩვენს გამარჯვებას და ოპოზიციის პენსიაზე გასვლას. სხვათა შორის, პენსია გავზარდეთ, დამსახურებული პენსია ექნებათ. ისინი ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, პოლიტიკურ პენსიაზე წავლენ. ხაზარაძეს პენსია არ დასჭირდება, რადგან ფული საკმარისად აქვს, მაგრამ პოლიტიკურ პენსიაზე ნამდვილად გავა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ლელოს“ ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება.
ამავე, საკითხზე საუბრისას ნიკა მელიას გუნდის წევრმა, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არავისთან გაერთიანებას არ ფიქრობენ.