თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს, გორში ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და, შედეგად, ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები