კახეთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მრავალწლიანი ხეებია მოგლეჯილი ლაგოდეხი-ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით, რის გამოც მოძრაობა შეზღუდული იყო. უამინდობის შედეგად, დაზარალდა თელავის მუნიციპალიტეტიც. სოფელ ვარდისუბანში კულტურის სახლის სახურავი დაზიანდა ნაწილობრივ, სადაც ბოლო წლების განმავლობაში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

ძლიერმა ქარმა და უამინდობამ რეგიონის მასშტაბით დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები