მოსკოვში აცხადებენ, რომ, ნატოსთან ესკალაციის შემთხვევაში, პირველი ფინეთი დაზარალდება
რუსი დიპლომატის, მიხაილ ულიანოვის განცხადებით, ნატოსთან ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, პირველი ფინეთი დაზარალდება.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„მშვიდად და მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და უცებ აღმოჩნდნენ რუსეთსა და ნატოს შორის, როგორც ამ ალიანსის წევრი ქვეყანა. მაგრამ რადგან ისინი ჩვენი მეზობლები არიან, თუ, ღმერთმა არ ქნას, მოხდება რაიმე ესკალაცია, ფინეთი პირველი დაზარალდება“, – ამბობს ულიანოვი.
ცნობისთვის, მანამდე, რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსტეხის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლომდე რუსეთი ფინეთის საზღვარზე წლის ბოლომდე უახლეს ჰაუბიცებს განალაგებს.