საპატრიარქო: ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო
საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ ვრცელდება არასწორია ინფორმაცია, თითქოს დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილმა საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო.
მათივე განმარტებით, დეკანოზის სასჯელის მიზეზი სასულიერო პირთა მიმართ, მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია.
„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.