მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია ყალბი ცეცხლის დანთებით არის დაკავებული, ხელისუფლება კი რეალურად დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ევროინტეგრაციის უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს
ოპოზიციამ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს იმისთვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდათ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„საილუსტრაციო მაგალითია, საზოგადოებას აჩვენებს რით არის დაკავებული ოპოზიცია და რით – ხელისუფლება; ერთის მხრივ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ყალბი ცეცხლის დანთებით არის დაკავებული და მეორეს მხრივ, ხელისუფლება, რომელიც რეალურად დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში ევროინტეგრაციის უფრო მეტი შესაძლებლობა და ასპარეზი გაჩნდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.