ლაგოდეხში საახალწლო ნაძვის ხე ცენტრალურ სკვერში საზეიმოდ აინთო

23 დეკემბერს ლაგოდეხში, საახალწლო ნაძვის ხე ცენტრალურ სკვერში საზეიმოდ აინთო. ნაძვის ხის ანთებასთან ერთად, ქალაქში, ჩაირთო დეკორატიული განათებები. საზეიმო ღონისძიებას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეებთან და ბავშვებთან ერთად “წელს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, საჩუქრად გადაეცა დეკორატიული განათებები და საახალწლო ილუმინაციები, რამაც კიდევ მეტად გაალამაზა, ყოველთვის გამორჩეულად მორთული ლაგოდეხი. მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, მშვიდობის, წარმატების მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისთვის”, – განაცხადა ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

ღონისძიება ჯგუფი „ოჩოს ქოხის” მონაწილეობით გაგრძელდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საახალწლო კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, ყველა თაობის მოქალაქეებისა და ჩამოსული სტუმრებისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები