“შეიძლება, მართლაც, მოხდეს ისე, რომ გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო“

შეიძლება, მართლაც, მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
“რაც შეეხება ჩემს სავარაუდო ჟურნალისტობას, სხვათა შორის, ეს თემა ერთ-ერთი საბუთი იყო იმისა, რომ ტელეფონებზე კვლავ გვისმენენ, მათ შორის – მეც (იცინის). სავარაუდო ჟურნალისტობაზე აბსოლუტურად განსჯის სახით ვესაუბრებოდი ვიღაცას და მეორე დღეს ჟორჟოლიანმა ეს ტელევიზიით გადმოსცა. არ ვიცი, რა და როგორ არის… ისე, შეიძლება, მართლაც, მოხდეს ისე, რომ მე გადაცემის თანაწამყვანი და ჟურნალისტი ვიყო, თუმცა, ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. სულ ორი-სამი დღის დაწყებული იყო ეს საუბრები და უეცრად ეს ამბავი ტელევიზიით გადმოსცეს, რამაც გამაოცა. ვიმეორებ – შესაძლოა, ასეც მოხდეს, ოღონდ დაბალი ალბათობით”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები