“არანაირი ოპოზიციური ფლანგები არ არსებობს” – შალვა პაპუაშვილი

“2024 წელს „ქართული ოცნების“ მეორე მხარეს არჩევანი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, მისი კვაზი დანაყოფების სახით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„ლოკალური განხილვები, რაც შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყოს, არაერთხელ გვინახავს. ეს ვნახეთ 2016 წელს, სხვა დროსაც გვინახავს, როდესაც გარკვეული სქიზმები აქვთ ხოლმე შიგნით, მაგრამ მთავარი ერთი რამეა, კრიტიკულ მომენტში ეს არის ჯგუფი, რომელიც ყოველთვის ერთად დგება. 2020-მა წელმა ეს გვაჩვენა. არანაირი ოპოზიციური ფლანგები არ არსებობს.

არის ერთი ფლანგი, „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც სრულად აკონტროლებს თავის ფლანგზე მედია და ფინანსურ რესურსებს და ამაში არის მოქცეული მთლიანად ოპოზიციური სპექტრი. ამიტომ, 2024 წელს „ქართული ოცნების“ მეორე მხარეს არჩევანი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ მისი კვაზი დანაყოფების სახით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები