ნინო ორტიგა – ჭინჭარაულის ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

26 – 27 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება მხატვრისა და მწერლის, ნინო ორტიგა-ჭინჭარაულის ფერწერული და კორპის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. შესული თანხა მოხმარდება ნინოს შვილის, ალექსანდრეს მკურნალობას. სოციალურ ქსელში თავად მხატვარი ავრცელებს ინფორმაციას:
„მეგობრებო, ყველამ იცით, რომ მსგავსი პოსტების დადება არ მჩვევია ხოლმე, თუმცა, არის ცხოვრებაში მომენტები, როცა ზუსტად შენ უნდა იაქტიურო და არა სხვამ.
ჩემი ლექსოს დიაგნოზის შესახებ ალბათ ყველამ იცით (დადგენილი – აუტიზმი F84. 0 და სავარაუდო -ADHD + ეპილეფსია, რომლის შეფასებასაც მალე გავაკეთებთ). ნუტრიენტებით მკურნალობის 4-თვიანმა კურსმა მოგვცა კარგი შედეგები და იმედები, რომლებზე ოცნებაც არ შემეძლო. ამჯერად დანიშნული გვაქვს 6-თვიანი კურსი, რომელიც ჩემს ბიჭს მეტყველების დაწყებაში დაეხმარება, თუმცა, ეს კონკრეტული ვიტამინები და მედიკამენტები ჩემთვის  ისეთი ძვირია, რომ ფანტაზია აღარ მეყო გამოსავლის მოსაძებნად. ძველი გამოცდილება გავიხსენე და საქველმოქმედო გამოფენის ჩატარება გადავწყვიტე.
ახლა, რაში მჭირდება თქვენი დახმარება;
ვეძებ საგამოფენო სივრცეს, რომელიც უსასყიდლოდ დამითმობს 2-3 დღეს ჩემი ნამუშევრების გამოსატანად/გასაყიდად. ვმუშაობ აკრილით – ტილოზე და კორპით – დიქტზე/ხეზე.
ვინც არ მიცნობს, მათთვის პოსტს ვურთავ ჩემი ინსტაგრამის ბმულს, აქვე ნახავთ ნამუშევრებსაც. https://www.instagram.com/ortiganino/

გამოფენა გაიხსნება 26 დეკემბერს 11:00 საათზე და დაიხურება 27 დეკემბერს, 20:00 საათზე.
მის: ეროვნული ბიბლიოთეკა, ლადო გუდიაშვილის №7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები