ცენტრალურ ნიგერიაში, შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 113 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი ნიგერიის პლატოს შტატის ადგილობრივი ხელისუფლების მეთაურზე, მანდეი კასაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, სამხედრო დაჯგუფებების კოორდინირებული თავდასხმები 20 სხვადასხვა დასახლებაში მიმდინარეობდა.
„შეტევები კარგად იყო კოორდინირებული. არანაკლებ 20 სხვადასხვა თემს თავს დაესხნენ ბანდიტები.
ამ დასახლებებში 113 ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ, 300-ზე მეტი კი დაშავებულია“, – აღნიშნა მანდეი კასამ.
კასას არ უთქვამს, თუ ვინ არის თავდასხმებზე პასუხისმგებელი.
მისივე თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.