ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის კმ35-კმ60 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის კმ35-კმ60 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები