ანა წითლიძე: ხშირად ვაფასებ გახარიას პარტიის განცხადებას, როგორც სასარგებლო იდიოტების განცხადებას

მე ხშირად ვაფასებ გახარიას პარტიის განცხადებას, როგორც სასარგებლო იდიოტების განცხადებას, – ამ განცხადებით “ნაცმოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმროში გადაყვანის შესახებ გამოეხმაურა.

„გახარიამ გადაწყვიტა, რომ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია იმუშაოს ე.წ. შუაშისტების და იმ ადამიანის ხმებზე, რომლებიც არც „ქართული ოცნების“ არიან, არც „ნაციონალური მოძრაობის“. ამიტომაც აიკიდა ეს რაღაცნაირი კომპლექსი, რომ „ქართულ ოცნებაზე“ უფრო მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ აგინებს.

სიტუაციური თანამშრომლობა, მათ შორის, მთელ რიგ საკრებულოებში, გახარიასთან მოგვიწია. მაგალითად, ზუგდიდის საკრებულოში გახარიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია. ამიტომაც არის არაგულწრფელი გახარია მთელ რიგ განცხადებებში“, – აცხადებს წითლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები