სალომე ზურაბიშვილი – პატრიარქს: კვლავ თქვენი ლოცვითა და თანადგომით განვამტკიცებთ ჩვენი საზოგადოების ერთობას, შემწყნარებლობასა და ურთიერთსიყვარულს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“სულ ახლახან, ჩვენმა სამშობლომ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სანუკვარი მიზნისაკენ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ვესწრაფვოდით.

კვლავ თქვენი ლოცვითა და თანადგომით, ღირსეულად განვაგრძობთ ამ გზას და განვამტკიცებთ ჩვენი საზოგადოების ერთობას, შემწყნარებლობასა და ურთიერთსიყვარულს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა”, – წერს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები