გურამ მაჭარაშვილი: იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება ნორმალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს მოიყვანს ოპოზიციაში
“დიდი ალბათობით, ოპოზიცია ვერც ოპოზიციაში დარჩება და იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება ნორმალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს მოიყვანს ოპოზიციაში”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს.
“ოპოზიციაში თავად აღიარებენ, რომ პოლიტიკურ ჭაობში არიან და იბრძვიან, როგორმე ოპოზიციაში დარჩნენ, ჩვენ ამაში ვერ შევეცილებით.
ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მაღალ დონეზე ჩატარდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და გაიხსნას მოლაპარაკებების პერსპექტივა საქართველოსთვის. ამას თავად ევროკავშირშიც აღიარებენ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი თავად აღიარებენ, რომ პოლიტიკურ ჭაობში თავად არიან და იბრძვიან, რომ როგორმე ოპოზიციაში დარჩნენ. ჩვენ ამაში ვერ შევეცილებით. დიდი ალბათობით, ოპოზიცია ვერც ოპოზიციაში დარჩება და იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება ნორმალურ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს მოიყვანს ოპოზიციაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.