2023 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტორის 2000-მდე წარმომადგენელი გადაამზადა

წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის მხარდაჭერისა და მომსახურების ხარისხის განვითარების მიზნით ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული და დასაქმების მსურველი 2000-მდე ადამიანი გადაამზადა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრენინგ-კურსები გიდებმა, ტურ-ოპერატორებმა, განთავსების ობიექტების თანამშრომლებმა და სექტორის სხვა წარმომადგენლებმა გაიარეს.
კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის განხორციელდა სხვადასხვა თემატური ტრენინგი.

• საოჯახო სასტუმროს მართვა
• სოციალური მედიის მართვა.
• სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად
• Digital Marketing.
• ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა.
• ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
• პირველი სამედიცინო დახმარება.
• საერთაშორისო სომელიეს კურსები.
• ენოგასტრონომიული ტურიზმის სასწავლო კურსი.
• საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა და მოვლა პატრონობა.

ტრენინგები სრულიად უსასყიდლოდ მოეწყო და საქართველოს მასშტაბით განხორციელდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები