სალომე ზურაბიშვილი: შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შობის დღესასწაულს ულოცავს მათ, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს.

“შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლს!

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია

კონფესიათა ჰარმონიული თანაცხოვრებისა არა მხოლოდ გვეამაყება, არამედ ერთ–ერთი მთავარი ნიშანია იმისა, რომ ჩვენ, როგორც ერი, ოდითგანვე ვიზიარებდით ევროპულ ღირებულებებს.

ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!”, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები