პეტრე მამრაძე: სააკაშვილს ერთადერთი, რაც დარჩენია, შექმნას პარტია – „მიხეილ სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა“ და ამით საერთოდ გავიდეს განზე

“სააკაშვილს ერთადერთი, რაც დარჩენია, შექმნას პარტია – „მიხეილ სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა“ და ამით საერთოდ გავიდეს განზე. ეს ორგანიზაცია, ხელში რომ უჭირავს მერაბიშვილსა და კეზერაშვილს, ფინანსებით, ტელევიზიით, ამას გაემიჯნოს. სხვა გზა მას პრინციპში არ დარჩენია, – ამის შესახებ პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მამრაძის თქმით, სხვა გზა სააკაშვილს, პრინციპში, არ დარჩენია.

“ვერ წარმომიდგენია, რომ სააკაშვილმა თავისი სახელი აჩუქოს იმას, რასაც აპრიორი ვერ გააკონტროლებს. ეს გეგმა მისი ბიძისგან მოდის. არცერთი არ შევა პარლამენტში! ნამდვილად ვიცი, რომ ბიძამისმა უთხრა სააკაშვილს, რომ 2016 წელს 28 ადამიანი რომ შეიყვანა პარლამენტში და ერთ თვეში მისგან 22 წავიდა, ახლა იმავეს უზამენ“, – განაცხადა მამრაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები