“როგორც წესი, არ ესწრებიან, მაგალითად, მინისტრის საათებს; მოდიან, სვამენ კითხვებს იმისთვის, რომ შემდეგ ამოჭრან ეს ვიდეო, დადონ საკუთარ გვერდზე და თავი მოიწონონ, რომ რაღაც კითხვა დასვეს” – პაპუაშვილი ოპოზიციაზე
„როგორც წესი, არ ესწრებიან, მაგალითად, მინისტრის საათებს. მოდიან, სვამენ კითხვებს იმისთვის, რომ შემდეგ ამოჭრან ეს ვიდეო, დადონ საკუთარ გვერდზე და თავი მოიწონონ, რომ რაღაც კითხვა დასვეს. პასუხსაც არ ელოდებიან ხოლმე, ისე გადიან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “იმედის კვირას” ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.
“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, კონსტიტუცია ითვალისწინებს საკმაო რაოდენობით ინსტრუმენტებს. ამას სჭირდება გამოყენება. მაგრამ არა თუ გამოყენებაზეა საუბარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა როცა გვქონდა დახურულ ფორმატში, არც კი ესწრებოდნენ სხდომას. ოპოზიციის ათამდე წარმომადგენელი თუ იქნებოდა, როდესაც საქმე ეხებოდა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც დღე და ღამე ტელევიზორში საუბრობენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.