პაპუაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა მათ ნარატივზე მყოფ სალომე ზურაბიშვილსა და სხვა პოლიტიკური ჯგუფებს, უპირველეს ყოვლისა, ქართველმა ხალხმა უთხრა – “არა”
„ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა მათ ნარატივზე მყოფ სალომე ზურაბიშვილსა და სხვა პოლიტიკური ჯგუფებს, უპირველეს ყოვლისა, ქართველმა ხალხმა უთხრა – “არა” და შემდეგ უკვე ევროკავშირმა – თავისი გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა “იმედის კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, “ეს წელი მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ, რომ დათესონ ნიჰილიზმი”.
„ვფიქრობ, ეს წელი მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ, რომ დათესონ ნიჰილიზმი, ქვეყანა მაჩანჩალად წარმოაჩინონ, თქვან, თითქოს, ჩვენ ვართ ცუდი ქვეყანა ცუდი ინსტიტუციებით, ცუდი სამართლით, ხალხით. აი, ამას ვინც აკეთებს ბოლო 10 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა მათ ნარატივზე მყოფი სალომე ზურაბიშვილი და სხვა პოლიტიკური ჯგუფები, უპირველეს ყოვლისა, მათ ქართველმა ხალხმა უთხრა არა და შემდეგ უკვე ევროკავშირმა – თავისი გადაწყვეტილებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.