ოთარ შამუგია: ჩვენთვის ღვინო განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ამიტომ, აქტიურად ვეხმარებით ამ სექტორს
ჩვენთვის ღვინო განსაკუთრებით პრიორიტეტულია, ამიტომ, აქტიურად ვეხმარებით ამ სექტორს, რომლის შედეგადაც ყოველწლიურად ჩვენი მევენახეები დაახლოებით 300 მილიონი ლარის შემოსავალს იღებენ რთველის ფარგლებში, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ„ქრონიკაში“.
“ყოველწლიურად ღვინის ექსპორტი იზრდება. დაახლოებით 103 მილიონი ლიტრის ექსპორტი იყო შარშან და წელს ველოდებით, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. მთლიანობაში რომ ვთქვათ, 450 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო ექსპორტიდან როგორც ღვინის, ასევე სპირტიანი სასმელების ექსპორტის კუთხით შარშან ქვეყანამ. ეს ყველაფერი არის მხარდაჭერისა და ერთობლივი მუშაობის შედეგი“, – განაცხადა შამუგიამ.