შამუგია: მზად უნდა ვიყოთ, რომ სოფლის განვითარების სააგენტო გარდაიქმნას ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ, რათა მას ჰქონდეს საშუალება, განახორციელოს კონკრეტული მხარდამჭერი პროექტები
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, ბიზნესისთვის, ფერმერებისთვის, ინვესტიციის მოზიდვისთვის და ასევე ეს არის წვდომა მხარდაჭერის იმ მექანიზმებზე, რომელიც ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის აქვს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „ქრონიკას“ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა მზად უნდა იყოს, რომ სოფლის განვითარების სააგენტო გარდაიქმნას ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ.
“„მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ-ერთი მხარდამჭერი მექანიზმი – IPARD, რომელიც გულისხმობს და ითვალისწინებს კანდიდატი ქვეყნებისთვის მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების მიმართულებით და ა.შ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ სოფლის განვითარების სააგენტო გარდაიქმნას ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ, რათა მას ჰქონდეს საშუალება, რომ მხარდამჭერის მექანიზმების საშუალებით განახორციელოს კონკრეტული მხარდამჭერი პროექტები“, – განაცხადა შამუგიამ.