რთული ხილვადობის და უამინდობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალა

რთული ხილვადობის და უამინდობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალა.

როგორც კახეთის საგზაო სამმართველოში განაცხადეს, ამ მონაკვეთზე ძლიერი ქარბუქია, რის გამოც, გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

თუმცა, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდა.

ასევე, შუამთის მონასტერთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც ამ მიმართულებით ავტომობილების გადაადგილებას აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები