სამხედროების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უწყების თანამშრომელთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა”,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“სანდრო ახმეტელის სახელობის მუნიციპალური დრამატული თეატრის მსახიობებმა ბავშვებს, ჯეიმს მეთიუ ბარის ნაწარმოებზე დაყრდნობით, რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი – „პიტერ პენის თავგადასავალი“ წარუდგინეს. მათ მულტფილმების გმირებთან ერთად სურათებიც გადაიღეს; მოგვიანებით კი, მოზარდებს საჩუქრებიც დაურიგდათ.

ახმეტელის თეატრი თავდაცვის უწყებასთან მემორანდუმის საფუძველზე რამდენიმე წელია თანამშრომლობს. ღონისძიებას ორგანიზება უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები