“სალომე ზურაბიშვილისგან ასეთი ამორფული ნაბიჯის გადადგმა გასაკვირი არ იქნება” – დავით მათიკაშვილი ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალებაზე

“როდესაც იწყალებ ისეთ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე, მის მიერ ჩადენილი ამ დანაშაულების თანამონაწილე ხდები”, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას განუცხადა.

„პრეზიდენტის არსენალში კონკრეტული პირის შეწყალების დისკრეცია არის, თუმცა ყველამ უნდა გაითვალისწინოს, როდესაც იწყალებ ისეთ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდება, უმძიმესი გადაცდომები და დანაშაულები, მის მიერ ჩადენილი ამ დანაშაულების თანამონაწილე ხდები“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გრიგორიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა, თუ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების შესახებ მიმართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები