გიორგი გამსახურდია – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: ეს საკითხი თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ მოტანილია ივანიშვილის თაოსნობით
ეს საკითხი თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ მოტანილია ივანიშვილის თაოსნობით, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი ბიძინა ივანიშვილია.
„ეს საკითხი თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ მოტანილია ივანიშვილის თაოსნობით. ის არის ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი მისი პრემიერობის პერიოდიდან. და პრემიერ ღარიბაშვილის სწორი მენეჯმენტისა და ნაბიჯების [დამსახურებაა].
თუ დავაკვირდებით, თითქმის 100-ზე მეტი ვიზიტი აქვს განხორციელებული [ირაკლი ღარიბაშვილს] ჩვენს პარტნიორებთან, რომ ნდობის ხარისხი შეემატებინა ჩვენი ქვეყნის პოზიციისთვის. ეს არის პირადად ირაკლის და ამ პოლიტიკური გუნდის დამსახურება“, – განაცხადა გამსახურდიამ.