ანრი ოხანაშვილი: ვენეციის კომისიის მხრიდან სწორება არის პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკურ შეთანხმებაზე, ამაში გასაკვირი არაფერია
„ვენეციის კომისიის მხრიდან სწორება არის პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკურ შეთანხმებაზე, ამაში გასაკვირი არაფერია”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რეკომენდაციების დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს კონტექსტი, რომ მმართველ გუნდს არ უწევს ისეთ მოცემულობაში მუშაობა, როცა ოპოზიციას აქვს იმის პოლიტიკური რესურსი და გამბედაობა, რომ კარგზე თქვას, კარგიაო.
“შესაძლებელი და ლოგიკურიც არის, რომ კონკრეტული ორგანიზაციების სწორება მიმართული იყოს შეთანხმებაზე, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა დააახლოონ პოზიციები. თუმცა აქ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის მოცემულობა, რომელშიც გვიწევს ოპოზიციასთან საპარლამენტო ცხოვრება. საზოგადოებას ახსოვს, რომ შევქმენით სამუშაო ჯგუფები და კონკრეტული რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან იყო ქილიკი, რომ მათ ამ სამუშაო ჯგუფებში შემოსვლის არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ და თითქოს ეს იყო ერთგვარი ფანდი. როდესაც ასეთ რეკომენდაციას ვიღებთ, გათვალისწინებული უნდა იყოს კონტექსტი – ჩვენ არ გვიწევს ისეთ მოცემულობაში მუშაობა, როცა ოპოზიციას აქვს იმის პოლიტიკური რესურსი და გამბედაობა, რომ კარგზე თქვას, კარგიაო“, – აღნიშნა ოხანაშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.