“ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯიდან წარმატებით მივაღწიეთ პირველს, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიდან პირველი – კანდიდატის სტატუსი უკვე მიღწეულია.

„ეს დამსახურებული გადაწყვეტილება არის ჩვენი მტკიცე ერთგულების და სტაბილური პროგრესის დასტური. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს მეორე უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს – ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას!“, – წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები