სარჯველაძე – სააკაშვილზე: მისთვის ნომერ პირველი საკითხი ციხიდან გასვლა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა, მეორე მხრივ კი, ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა

“ოპოზიციური სუპერ გაერთიანების შექმნის ინიციატივა წარმოადგენს ფანჩატური 2-ს. არასერიოზულია, როდესაც ამაზე “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საუბრობს”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე პატიმარი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, სააკაშვილისთვის მთავარი ციხიდან გასვლა და ხელისუფლებისთვის ბრძოლაა.

“გასაგებია, რომ მისთვის ნომერ პირველი საკითხი ციხიდან გასვლა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა, მეორე მხრივ კი, ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი საქართველო მისი დღის წესრიგით ცხოვრობს. ოპოზიციის კონსოლიდაციას ერთხელ უკვე დაერქვა ფანჩატური – ეს ფანჩატურია სიმბოლო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები