გივი მიქანაძე – სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე: რამდენად აქტუალურია იმ მცირე ჯგუფის პატარა აქცია, რომელიც ტარდება სასამართლოს წინ, საზოგადოება ამაზე შესაბამისს დასკვნებს აკეთებს
მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამოეხმაურა.
“პროცესები მიმდინარეობს მართლაც მაქსიმალურად გამჭვირვალედ და საზოგადოებას ამით შესაძლებლობა ეძლევა, თავად გამოიტანოს დასკვნები მხარეების მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებებიდან გამომდინარე. ამის გათვალისწინებით, რამდენად აქტუალურია იმ მცირე ჯგუფის პატარა აქცია, რომელიც ტარდება სასამართლოს წინ, საზოგადოება ამაზე შესაბამისს დასკვნებს აკეთებს,” – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.