რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი მსგავსი აქცია თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი კრიზისია “ნაცმოძრაობაში”

მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მიმდინარეობას გამოეხმაურა.

“ნებისმიერი მსგავსი აქცია არა მხოლოდ უხერხულია, არამედ, თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორი კრიზისია “ნაციონალურ მოძრაობაში” და რადიკალურ ოპოზიციაში,” – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები