გიორგი პერტაიამ და ინდონეზიის ელჩმა საქართველოში ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტისა და ბიზნეს ფორუმების დაგეგმვის საკითხები განიხილეს

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ინდონეზიის ელჩს საქართველოში არიეფ მუჰამედ ბასალამას უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას, მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ექსპორტ-იმპორტისა და საქართველოსა და ინდონეზიაში ერთობლივი ბიზნეს ფორუმების გამართვის საკითხებზე.

მხარეებმა, ასევე განიხილეს ორი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრას, ინდონეზიის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი სვანიძე,
თბილისის გაფართოების ოფისის უფროსი და მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ტორანგ პაკპაჰანუ და ატაშე პროტოკოლისა და საკონსულო საქმეთა / საინფორმაციო და სოციალურ -კულტურულ საკითხებში, მონიტა მაულიდა პურბა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები