მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციას არათანმიმდევრულობა ყოველთვის ახასიათებს
“ოპოზიციას არათანმიმდევრულობა და ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობა ყოველთვის ახასიათებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას უტიფრად შეუძლია, სანდო წყარო არასანდოდ გამოაცხადოს.
„მათთვის საბუთსა და მტკიცებულებას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელია. მათ შეუძლიათ, უტიფრად გამოაცხადონ სანდო წყარო არასანდოდ. რა აწყობთ და რა არ აწყობთ, ამის მიხედვით ხელმძღვანელობენ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ NDI-ს ბოლო კვლევა გააკრიტიკა.